პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნება

მომავალ კვირას – 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. ამ დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა იმართება.
XI მოწვევის პარლამენტი “ქართული ოცნების“ 81 წევრით არის წარმოდგენილი და ამავე პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, “ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი “ხალხის ძალა“ საქმიანობს.
ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები კი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად და არალეგიტიმურად აცხადებენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას არ აპირებენ. სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ძლიერმა საქართველომ“ და “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით გასული წლის ნოემბერში მიმართეს, თუმცა უმრავლესობას საკითხი ამ დრომდე არ განუხილავს.
ამასთან, “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საგაზაფხილო სესიის გახსნისთანავე პარლამენტის დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, რომლის მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია, ამისთვის ერთი ნაბიჯია – შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი

მეუფე სტეფანე – როცა შეწყალება უნდა სთხოვო ადამიანებისთვის, მათგან უნდა გქონდეს მხარდაჭერა, რომ დანაშაულები აღიარებულია – პატრიარქი შიო რომ იტყვის, „შევიწყალოთ“, იმათ არ უნდა ეგონოთ, რომ „აი, ჩვენ გავიმარჯვეთ“