პარლამენტის რიგგარეშე, მანიფესტაციების დაშლისას გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით, დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობის და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
ინიციატივა ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ წარადგინა.
როგორც ფრაქცია “საქართველოსთვის“ განმარტავს, საზოგადოებაში არსებობს მაღალი ლეგიტიმური ეჭვი და შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის ნოემბერ – დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესაწყვეტად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებისას დაირღვა როგორც კანონმდებლობის მოთხოვნები, ისე საერთაშორისო სტანდარტი, რის შედეგადაც შესაძლოა ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ფრაქციის შეფასებით, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი ისეთი სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება კანონმდებლობით, ასევე პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი.
დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია