ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ხმაური იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ხმაური იყო.
კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლამ დარბაზში უკმაყოფილება და უმრავლესობის წევრთა შეძახილები გამოიწვია.
"თავხედობ ბექა, ნაცებზე უარესი ხარ", - მიმართა მას „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ.
სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის შემდეგი გამომსვლელის დროსაც გაგრძელდა, თუმცა, სიტუაცია მანდატურის ჩარევის შედეგად განიმუხტა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე დეპუტატმა დარბაზი დატოვა, თუმცა მოგვიანებით ჯაფარიძე დარბაზში დაბრუნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.