,, პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრებისგან წერილები მომდის – ხალხს ნუ აბუნტებო” –

17
,,ქართული მარშის” ლიდერი, :
,,ბევრი წერილი მომივიდა მთავრობის-პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრებისგან იდენტური ტექსტით – “ სანდრო ტაძარში და პატრიარქის დაკრძალვაზე საშვები უსაფრთხოების მიზნით იყო დაშვებული და თხოვნაა ხალხს ნუ აბუნტებო “
ცალ – ცალკე რომ არ გსდიოთ და გიხსნათ მარტივი ჭეშმარიტება – უმჯობესი იქნება ერთიანად გაგცეთ პასუხი :
პატივცემულო პარლამენტარებო – უნდა იცოდეთ რომ პატრიარქის დაკრძალვა არ არის მიტინგი ან აღლუმი , არც პარლამენტი და არც მთავრობის კანცელარიის შენობაა უფლის სახლი (ტაძარი)
ვიმეორებ მარტივ ჭეშმარიტებას — ტ ა ძ ა რ ი არის უფლის სახლი და არა მთავრობის სახლი
ამიტომ – იმის გამო რომ ვიღაც ფულიანს ან პარლამენტარს ან მინისტრს კომფორტი და პირადი უსაფრთხოების დაცვა სურს – ხალხს უფლის სახლში შესვლა არ უნდა აუკრძალო
ამას გარდა
1989 წლის 9 აპრილს ორჯერ მეტი ხალხი იყო ტაძარში და საშვები არავის დაუწესებია და არც პირად უსაფრთხოებაზე უზრუნია არავის –
არც ზვიადს , არც მერაბს , არც პატრიარქს – მერწმუნეთ რომ 9 აპრილის დღეებში მათ უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდა ვიდრე შალვა პაპუაშვილს ან ზარქუას გუშინ
საშვით შესვლა შეიძლება დაწესდეს პარლამენტში, პრეზიდენტის სასახლეში, მთავრობის სახლში და ასე შემდეგ
ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის ( თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს
უფალი არც თავისი სახლის ( ეკლესიის) კარებს უკეტავს არავის და მეტიც — ღმერთთან უპოვარი , ღარიბი , ჩაგრული უფრო ახლოსაა – ვიდრე თქვენნაირი გაზულუქებული-ხალხის ხარჯზე გამდიდრებულნი და უფალს თავის სახლში უბრალო, დაჩაგრული ადამიანების ხილვა უფრო სურს , ვიდრე ავაზაკების , ფულიანების და ყაჩაღების!!!”

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”