ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საპოლიციო ძალები, სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გაიყვანეს

პარლამენტის ყველა შესასვლელი პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ დატოვა.
მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობა დატოვეს, სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა და შენობასთან მდებარე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში გადაინაცვლა.
ტერიტორიიდან სამართალდამცავების გასვლას შეკრებილების მხრიდან ოვაციები და სტვენა მოჰყვა. ისინი სკანდირებდნენ “რუსებო “, "მონებო".
მანამდე, აქციის მონაწილეებმა სდსს-ის შენობის შესასვლელ კარს გაუკეთეს წარწერა “რუსებო", "ომონი”. აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩიდან ახლა, 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ პარლამენტის შენობის მიმდებარე სხვა ტერიტორიებზეც.
ისმის შეძახილები “საქართველო”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.