არქივი9 მაისი, 2025, 19:37
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ევროპის მოედნის“ მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ევროპის მოედნის“ მიმართულებით მსვლელობა დაიწყო.
ევროპის დღესთან დაკავშირებულ მარშს, რომელიც რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნისკენ მიემართება, სტუდენტებიც უერთდებიან. მსვლელობის სათავეში ახალგაზრდებს აქციების პერიოდში დაკავებული პირების ფოტოები უკავიათ, უკან კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მიჰყვებიან მოქალაქეები.
ევროპის მოედნამდე მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო "ავლაბრიდან", საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.