პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს. ტერიტორიიდან მის გადაყვანას ხმაური მოჰყვა.
როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტის მეგობრები აცხადებენ, პოლიციელებმა გელა ხასაია იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს და მისი ზურგჩანთის დათვალიერება მოითხოვეს, რაზეც ხასაიამ უარი განაცხადა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გელა ხასაია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
პარლამენტის მიმდებარედ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო