არქივი30 აპრილი, 2024, 17:36
პარლამენტის მიმდებარედ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა - ტერიტორიაზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა.
სამართალდამცველებმა მოქალაქეები პარლამენტის გვერდითა შესასვლელს ძალის გამოყენებით განარიდეს.
ჩიტაძის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.