არქივი4 დეკემბერი, 2024, 22:07
პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმი ჩადგა - ადგილზე განლაგებულია სპეცტექნიკაც

პარლამენტის გვერდით არსებულ ქუჩებზე - ჩიტაძეზე და ჭიჭინაძეზე მობილიზებული სამართალდამცველები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა.
სპეცდანიშნულების რაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანები.
სპეცრაზმის რაზმის გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა.
საპოლიციო ძალები ასევე იმყოფებიან „თავისუფლების მოედანზე". მათ კორდონი აქვთ გაკეთებული თბილისი გალერის მიმდებარე ტერიტორიაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.