ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის მიმართულებით „ერთობის მარში“ დაიწყო

პარლამენტის მიმართულებით „ერთობის მარში“ დაიწყო

“ჩვენ აქ ვართ”, - ამ ლოზუნგით „ერთობის მარში“ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავს.
“ერთობის მარშში” გაერთიანებული არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომელთა შორის არიან ეკონომისტები და ფინანსისტები.
მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს შეუერთდებიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 4 სხვადასხვა მარშის მონაწილეები არიან შეკრებილები, რომლებიც დედაქალაქის რამდენიმე წერტილში შეიკრიბნენ და პარლამენტთან გაერთიანდნენ.
საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.