ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის მიერ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“ შეხვდნენ

„არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“- ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზეშეკრებილი აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ წინსვლას არ ემსახურება, ის არის "რუსული კანონი", ამიტომ ხელისუფლებამ კანონი უკან უნდა გაიწვიოს.
“უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება სტვენით გააპროტესტეს პარლამენტის წინ შეკრებილებმაც.
იყო შესძახილები: “არა რუსულ კანონს!”, “რუსებო, რუსებო!” “მონებო!”.
ორგანიზატორმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ “ქარათული ოცნების” დეპუტატების მიერ პარალემტის შენობის დატოვებას ხელი უნდა შეუშალონ, ამიტომ შეკრებილებმა შენობის გვერდითა ქუჩებზე გადაინაცვლეს.
“83-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით მოღალატოებრივად მიიღო კანონი. ხელი უნდა შევუშალოთ, რომ მოღალატეებმა არ დატოვონ შენობა”, - მოუწოდა ორგანიზატორმა აქციის მონაწილეებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.