პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიატრიულ სერვისებზე გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უშუალოდ სამკურნალო პროცესზე იხარჯება, რეაბილიტაციის კომპონენტს კი, მინიმალური რესურსი ეთმობა

პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიატრიულ სერვისებზე გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უშუალოდ სამკურნალო პროცესზე იხარჯება, რეაბილიტაციის კომპონენტს კი, მინიმალური რესურსი ეთმობა. ამასთან, არ არსებობს ე.წ. აღდგენის გეგმა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება მედიკამენტების საკითხს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნის თანახმად, ბაზარზე არ არსებობს რიგი ეფექტიანი მედიკამენტები, რომელთა გამოყენებაც რიგი ფსიქიკური აშლილობების მართვაში პროგრესულ შედეგს იძლევა.
ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტთა ნაწილი მოსახლეობას სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უფინანსებს, რაც შესაბამისი მედიკამენტების შეძენის საშუალებას იძლევა.
„ფარმაცევტულ ბაზარზე პერიოდულად მედიკამენტთა დეფიციტი იქმნება. მაგალითად, დეპო პრეპარატების დანაკლისი ზოგიერთი დიაგნოზის მართვას ართულებს.
მედიკამენტთა 35%-იანი დაფინანსების სქემა მოძველდა, შესაბამისად, საჭიროა მისი გადახედვა და უფრო მოქნილი სქემის შექმნა“, – ასეთია თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა. მოკვლევა 2023 წლის ივნისში დაიწყო, დეკემბერში დასრულდა – დასკვნითი დოკუმენტი კი დღეს გახდა ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს