ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ უნდა წავიდე თანამდებობიდან” – გიორგი კეკელიძე

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედი დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უთხრა, დროა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა” – წერს კეკელიძე.

ნეტგაზეთი კომენტარისთვის პარლამენტს დაუკავშირდა. მათგან განმარტების მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის პოსტს გიორგი კეკელიძე 2012 წლიდან იკავებს.
საქართველოს კანონით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, ბიბლიოთეკის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.