ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის თავმჯდომარე - ვეტოს დავძლევთ, აბა რას ვიზამთ - თუ შეთანხმებული ვეტო არ იქნება, დავძლევთ - სიმბოლურ ვეტოს სიმბოლურად დავძლევთ

ვეტოს დავძლევთ, აბა რას ვიზამთ - თუ შეთანხმებული ვეტო არ იქნება, დავძლევთ - სიმბოლურ ვეტოს სიმბოლურად დავძლევთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორი კვირაა იმისთვის, რომ თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი აქვს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე, წარმოადგინოს.
„თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი აქვს, წარმოადგინოს და თუ შევთანხმდებით, ტექნიკურად არის გზა, რომ აისახოს ვეტოში. თუმცა ამაში, ქალბატონი სალომეს კონსტრუქციული პასუხია საჭირო, რომ ვეტოში აისახოს, თუ შეთანხმება იქნება. აქამდე ბევრი შანსი გაუშვეს შიდა და გარე აქტორებმა, ეს კიდევ ერთი შანსია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.