პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში, რომელიც 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობას და ასევე, შემდგომ პერიოდს მოიცავს, ბეჭდური სახით გამოიცა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში, რომელიც 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობას და ასევე, შემდგომ პერიოდს მოიცავს, საბოლოოდ რედაქტირებული ბეჭდური სახით გამოიცა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ბეჭდური რედაქცია დეპუტატებს და მედიას დაურიგდება. მისივე თქმით, მზადდება ინგლისური თარგმანიც და „ყველა რელევანტურ ორგანიზაციას და საელჩოს გაეგზავნება იმისთვის, რომ იხილონ, რა დანაშაული იყო ჩადენილი ყოფილი რეჟიმის პირობებში 2003 წლიდან დღემდე“. გამოცემა 400-მდე გვერდისგან შედგება.
„დაიბეჭდა პირველი ტალღა და შემდგომ კიდევ იქნება დაბეჭდილი. გთხოვთ, რომ გავავრცელოთ დასკვნის რედაქტირებული ბეჭდური ვერსია“, – მიმართა პარლამენტის წევრებს შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია