პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალინდელ სხდომაზე ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძეს იბარებს

„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის“ შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების, ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მოსმენა იგეგმება.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომა 8 აპრილს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველი საკითხებია: ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–2012 წლებში; სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე; ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე;
„სხდომაზე მოწვეულნი არიან ქალბატონი ია მეტრეველი, ბატონები – ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გოჩა მუკბანიანი, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი, ლერი ბერიტაშვილი, ლევან ტერაშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)