ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო საკანონმდებლო პაკეტი ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო საკანონმდებლო პაკეტი ხვალ, 10 ივნისს წარედგინება. საკანონმდებლო პაკეტი 19-კანონპროექტისგან შედგება. ძირითადი პროექტის სახელწოდებაა - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 მისგან გამომდინარე კანოლნპროექტებია.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.