პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, “რობოკოპები” და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, “რობოკოპები” და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების უკან განლაგდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო“, „რუსებო“, „წადი“.
პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაძაბულობაა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
ამასთან, თავისუფლების მოედანზე, კერძოდ კი, საკრებულოსთან, წყლის ჭავლის ოთხი მანქანაა განლაგებული. ასევე, რამდენიმე მიკროავტობუსით განლაგებული არიან საპოლიციო ძალები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული