ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

პარლამენტთან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობაც აღდგა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტიც.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება, კერძოდ საქმე 2019 წლის 20 ივნისს ე.წ გავრილოვის ღამეს მიმდინარე მოვლენებს ეხება.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.