პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან შეკრებილები მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის დაწყებამდე პროტესტის მონაწილეებმა პერფორმანსი დადგეს. აქციის რამდენიმე მონაწილემ ხელებზე ბორკილები გაიკეთა იმის სადემონსტრაციოდ, რომ თუკი პოლიცია გადაწყვეტს მათ დაკავებას, ჯობია ყველა ერთად დააკავონ.
მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!” .
აღსანიშნავია, რომ დღეს მარშს სხვა დღეებისგან განსხვავებით პოლიცია არ მიჰყვება, მათ რუსთაველის გამზირის მხრიდან მხოლოდ რამდენიმე საპოლიციო მანქანა მიჰყვება.
ამ დროისთვის, მარშის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები, უცნობია სად იქნება შემდეგი მიმართულება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.