არქივი26 ნოემბერი, 2025, 21:55
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 364-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული. იმის გამო, რომ მომიტინგეებს სამართალდამცველები საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ, აქციის მონაწილეები დღესაც მსვლელობას გამართავენ.
მოქალაქეები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან წარმოდგენილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.