პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
რამდენიმე წუთის წინ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერანები, პედაგოგები, ლექტორები. ასევე, გაიმართა ქიზიყელების და კახელების მარში.
ასევე 21:00 საათზე, პარლამენტის წინ პრეზიდენტი სიტყვით გამოვა და აქციის მონაწილეებს მიმართავს.
რუსთაველის გამზირზე სცენა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან განთავსდება. ამ ეტაპზე, მანქანას, სადაც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციაა განთავსებული, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ, ის ბესიკის ქუჩაზეა გაჩერებული.
მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება