პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
პროტესტის 183-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები, საიდანაც ჩვეულებისამებრ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.