არქივი2 მარტი, 2025, 22:21
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს.
პროტესტის 95-ე დღეს მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”,
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.