ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობით “დედების მარში” შეუერთდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც “დედების მარშში” მიიღო მონაწილეობა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, “სოლიდარობა დედებს”, „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები”.
პროტესტის 96-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.