ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მათ ცოტა ხნის წინ შეუერთდა „მეგობრების მარში”, რომლის მონაწილეებიც პარლამენტთან ფილარმონიიდან გამართული მსვლელობით მივიდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფები ტაშით, შეძახილებითა და ანთებული ტელეფონებით შეხვდნენ.
მომიტინგეები სკანდირებენ - „საქართველო”, “ჩვენს მეგობრულ სამშობლოს გაუმარჯოს”. შესრულდა საქართველოს ჰიმნიც.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.