პარლამენტთან რეჟიმის ტყვის, საბა სხვიტარიძის მხარდამჭერები აქციას მართავენ

რუსთაველის გამზირზე ხალხი შეკრებას იწყებს – დღეს აქცია რეჟიმის კიდევ ერთ ტყვეს საბა სხვიტარიძეს ეძღვნება. ახალგაზრდას, რომელიც თვითგამოცხადებულ მთავრობას ყველაზე მძიმე პირობებში, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰყავს გამომწყვდეული.
პარლამენტის წინ დღეს საბა სხვიტარიძის თანამებრძოლები, გულშემატკივრები და სრულიად უცნობი ადამიანები იმყოფებიან. ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ქართული ოცნების რეპრესიებს აპროტესტებენ მისი ოჯახის წევრებიც.
პოლიტიკური პატიმრის დედა “პირველებთან” ამბობს:
მხნედ ყოფნის საშუალებას მაძლევს ის ლაღი ადამიანები, რომლებიც რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან. სოლიდარობა ქალბატონ მზიას და რეჟიმის ყველა პატიმარს! არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”
ოპტიმისტურად არის განწყობილი საბა სხვიტარიძის ბებიაც. მისი თქმით, ძალიან მძიმე აღმოჩნდა შვილიშვილის მოსმენა, როცა მან სასამართლოზე უმძიმესი დეტალების შესახებ ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას