არქივი7 თებერვალი 2025, 21:24
პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მარში შეუერთდა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. მათი მოთხოვნა უწყვეტი პროტესტის 72-ე დღესაც უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.