არქივი29 ოქტომბერი 2025, 22:12
პარლამენტთან პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა

პარლამენტთან პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა.
მომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილი დატოვეს და პროტესტს საფეხმავლო გზაზე აგრძელებენ.
პარლამენტის წინ ისევ პოლიციის მობილიზებაა. ტერიტორიას არც აქციის მონაწილეები ტოვებენ.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო, ახლა კი მოძრაობა სრულად აღდგენილია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.