ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან მოშიმშილეებმა, მათ შორის გედევან ფოფხაძემ, შიმშილობა შეწყვიტეს

პარლამენტთან მოშიმშილეებმა, მათ შორის გედევან ფოფხაძემ, შიმშილობა შეწყვიტეს

პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და მასთან ერთად მოშიმშილე სხვა ადამიანებმა 34 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს. ისინი პარლამენტთან 24-საათიან პროტესტს აგრძელებენ.
ფოფხაძესთან ერთად შიმშილობა გამოცხადებული ჰქონდათ მოქალაქეებს, დარეჯან ცხვიტარიას, კახა ელიოზიშვილსა და სხვებს.
მათმა ნაწილმა შიმშილობა პარლამენტთან 28 ოქტომბერს დაიწყო, ნაწილი კი მოგვიანებით შეუერთდა.
ისინი ამავდროულად არიან 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები და ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციებთან დაკავშირებული დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას.
წუხელ, 29 ნოემბრის ღამეს ერთ-ერთი მოშიმშილე, დავით ჭელიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. სხვა მოშიმშილეებიც სუსტად იყვნენ.
მათ დღეს, 30 ნოემბერს შიმშილობა შეწყვიტეს აქციების მონაწილე არქიმანდრიტის, დოროთე ყურაშვილის თხოვნით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.