არქივი17 აპრილი, 2024, 16:21
პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ
პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
სტუდენტები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სკუტერებით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე "ცოცხალი კორიდორი" მოუწყვეს, ასევე, ტაშით და ოვაციები შეხვდნენ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ.
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.