პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ადგილზე ბარიკადები მოაწყვეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ადგილზე ბარიკადები მოაწყვეს.
ამ მიზნით მომიტინგეებმა ქუჩებში დადგმული სკამები, ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთი შეაგროვეს.
პარალელურად, პარლამენტთან ვითარება კვლავ დაძაბულია. სპეცდანიშნულების რაზმი პროტესტის მონაწილეების მისამართით პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და ე.წ. გაზის კაფსულებს.
აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვეს პარლამენტის შენობის ფანჯრიდანაც. აღნიშნულ ოთახში, არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს სამზარეულოა განთავსებული.
პარლამენტის მთლიან პერიმეტრზე განლაგებულია -ს სხვადასხვა დანაყოფები.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია