არქივი1 მაისი, 2024, 22:07
პარლამენტთან ე.წ წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო, ექიმების დახმარება ათობით მოქალაქეს დასჭირდა - სასწრაფო დახმარების მანქანებში დაშავებულები ამ დრომდე მიჰყავთ
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ე.წ წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო, პირველადი სამედიცინო სახმარების გაწევა ათობით მოქალაქეს დასჭირდა.
საქართველოს პარლამენტთან აქციაზე დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში ამ დრომდე გადაჰყავთ და პირველად დახმარებას მათ სასწრაფოს ექიმები ადგილზე უწევენ.
პარლამენტთან შეკრებილების დასაშლელად საპოლიციო ძალები ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსსა და ასევე, წყლის ჭავლს პერიოდულად უშვებენ, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან რჩებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.