არქივი4 დეკემბერი, 2024, 20:10
პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან არიან შეკრებილები, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
შეკრებილებს აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
პროტესტის მონაწილეები მეშვიდე დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.
ipn.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.