პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.
ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.
გარდა ამისა, ხვალ სტუდენტები რამდენიმე ადგილიდან მსვლელობით დაიძვრებიან რუსთაველის გამზირისკენ და შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.