პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია როგორც რუსთაველის გამზირი, ისე თავისუფლების მოედანი

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების მარში, რომელიც თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
პროტესტის მონაწილეებს სრულად აქვთ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი. გადაკეტილია თავისუფლების მოედანიც.
სტუდენტების განცხადებით, დღევანდელი შეკრების მიზანია, სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები. დღევანდელი დღისთვის აქციის ორგანიზატორების მოწოდება იყო, რომ პროტესტის მონაწილეებს მოეტანათ საქართველოს დროშები, ასვე დღევანდელ დღეს, როგორც „დროშების რევოლუციის“ დღედ მოიხსენიებდნენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეა. მოქალაქეები ყოველდღიურად გამოდიან უცვლელი მოთხოვნებით: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
თავისუფლების მოედანზე დამონტაჟდა სცენა, სადაც აქცია გაგრძელდება. პროტესტის ძირითადი ნაწილი თბილისის საკრებულოს შენობის წინ გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო