პარლამენტთან აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პროტესტის 122-ე დღეს, პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
მიმდინარე აქციას ფილარმონიიდან მსვლელობით „ქალების მარში“, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ადამიანები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი და თან პერიოდულად სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!”; „სოლიდარობა მზიას, სოლიდარობა ელენეს!“
მათ ასევე ხელში უჭირავთ საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.
დემონსტრანტებს ანთებული აქვთ ფანრებიც.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო