არქივი8 აგვისტო, 2025, 20:55
პარლამენტთან აქცია განახლდა - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა. პარლამენტთან პროტესტის 254-ე დღესაც, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს, ასევე შეუერთდნენ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილები ლოზუნგით: „ომი რუსეთმა დაიწყო“.
მომიტინგეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები აქვთ მიტანილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.