ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადი FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ცნობილია

„პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადი FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ცნობილია

„პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადი FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ცნობილია
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს. ჯგუფიდან მერვედფინალში ორი გუნდი გადის.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირზე პირველ მატჩს 15 ივნისს პასადენაში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. შემდეგ ასევე პასადენაში 20 ივნისს „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში სიეტლში „სიეტლ სანდერსს“ შეხვდება.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ცნობილია „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადი:
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა, მატვეი საფონოვი, არნო ტენასი მცველები: აშრაფ ჰაკიმი, პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი, ლუკა ერნანდესი, ნუნუ მენდეში, ლუკას ბერალდო, უილიამ პაჩო, ნოამ კამარა ნახევარმცველები: ფაბიან რუისი, ვიტინია, სენი მაიულუ, ვორენ ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში, გაბრიელ მოსკარდო თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გონსალო რამოში, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ლი კანგ-ინ, ბრედლი ბარკოლა, იბრაჰიმ მბაიე
FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ში 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.