პარიზში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში მიშელ ბარნიეს პრემიერად არჩევის წინააღმდეგ

საფრანგეთის ქალაქებში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, რათა პროტესტი გამოეთქვათ კონსერვატორი პოლიტიკოსის, მიშელ ბარნიეს, პრემიერ-მინისტრად არჩევის გამო.
პარიზში საპროტესტო აქცია გაიმართა ბასტილიის მოედანზე. მსგავსი გამოსვლები მოეწყო ნანტში, ნიცაში და მარსელში.
ხელისუფლების თანახმად, მთელ ქვეყანაში დემონსტრაციებში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. საფრანგეთის
მემარცხენე პარტიები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ბრალად სდებენ, რომ ევროკავშირის ყოფილი კომისრის პრემიერად არჩევით, მან უგულებელყო დაახლოებით ორი თვის წინანდელი არჩევნების შედეგები.
არჩევნების შედეგად, ბარნიეს მემარჯვენე ცენტრისტული პარტია (Les Republicains) თავისი 50-ზე ნაკლები დეპუტატით პარლამენტში მხოლოდ მეხუთე ფრაქციას წარმოადგენს.
უძლიერესი გაერთიანებაა მემარცხენე “ახალი სახალხო ფრონტი”. მაგრამ მაკრონმა უარი თქვა მათთვის მთავრობის შექმნა დაევალებინა, რადგან სხვა პარტიებს არ სურთ მემარცხენე გაერთიანებასთან თანამშრომლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს