ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) დღეს იასპარეზებს. ოლიმპიური ბრინჯაოსა და ვერცხლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროს მოპოვებას 13:25 წუთზე შეეცდება.
პეტრიაშვილი 2016 წელს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2021-ში კი ტოკიოში ვიცე-ჩემპიონი გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.