ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველომ პარალიმპიადაზე მეცხრე მედალი მოიპოვა – ქართველმა პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ). 250 კილოს დაძლევა მოახერხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეოთხე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
აკაკი ჯინჭარაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა; ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა რევაზ ჩიკოიძემ, ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს; ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.