არქივი20 მაისი, 2024, 09:55
პარაძიუდოში გრან-პრის გათამაშებაზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობდა პარაძიუდოში გრან-პრის გათამაშება, რომელიც პარიზის პარალიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი იყო.
ტურნირის პირველ დღეს ქართველმა პარაძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი ტიაგო და სილვა დაამარცხა, გიორგი ქალდანმა (73 კგ) კი უზბეკ ფერუზ საიდოვს სძლია.
თბილისი პარაძიუდოში გრან-პრის გათამაშებას პირველად უმასპინძლა. ჩემპიონატში 46 ქვეყნის 400-ამდე პარასპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირი ორდღიანი იყო და 19 მაისს დასრულდა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.