არქივი12 მაისი, 2024, 07:37
პარაძალოსნებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე 3 მედალი მოიპოვეს
პარაწოლჭიმში ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ.) ინდივიდუალურ ასპარეზობაში და სამი მისვლის ჯამში 236კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ამავე ტურნირზე, გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ.) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 229კგ. ასწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
პარაწოლჭიმში, მსოფლიო თასის გათამაშებაზე, წარმატებულად იასპარეზა მაკა კვინჩიამ. ჩვენმა პარაძალოსანმა 73კგ.-მდე წონით კატეგორიაში, როგორც ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ასევე სამი ცდის ჯამში 92-95-100კგ. დაძლია, სულ 287კგ. დააგროვა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.