არქივი22 აპრილი, 2025, 12:51
პაპ ფრანცისკეს შაბათს დაკრძალავენ

ვატიკანმა დაადასტურა, რომ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.
მოკლე განცხადების თანახმად, წმინდა პეტრეს მოედანზე დაკრძალვის ლიტურგიას კარდინალების კოლეჯის დეკანი, კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე უხელმძღვანელებს.
პაპ ფრანცისკეს თხოვნის თანახმად, მის ცხედარს ოთხშაბათს დილით წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, შემდეგ კი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, სადაც დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომის პაპი გუშინ დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.