ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოწოლილმა მეწყერმა ასობით ადამიანი მოიყოლა

პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა ასობით ადამიანი მოიყოლა.
როგორც reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, მეწყერმა 1100-ზე მეტი სახლი და 300-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა.
მეწყერი სოფელ კაოკალამში ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის სამ საათზე ჩამოწვა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის ამოყვანილია ოთხი ცხედარი. სტიქიის შედეგად ბლოკირებულია სოფლამდე მისასვლელი მაგისტრალი. ადგილზე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენებითაა შესაძლებელი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.