პაპუაშვილი სოცდახმარების სიაში უსაფუძვლოდ დარჩენაზე პასუხისმგებლობას თავად ბენეფიციარებს აკისრებს

“ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება და სიაში რჩებოდნენ”, – ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი კითხვას, უნდა დადგეს თუ არა წინა ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი მას შემდეგ, რაც ბაზების გადამოწმების შედეგად სოციალური დახმარება ათეულობით ათას ადამიანს შეუწყდა.

„ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება და სიაში რჩებოდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბაზების გადამოწმებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ სისტემაში რჩებოდნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავლების გათვალისწინებით სოციალური დახმარება აღარ ეკუთვნოდათ. პაპუაშვილი ამის ერთ-ერთ მიზეზად პანდემიის პერიოდს ასახელებს, როდესაც, მისი თქმით, სოციალური მდგომარეობის გაუარესების გამო ბაზების გადამოწმებაზე მორატორიუმი მოქმედებდა.

“მანამ სანამ სოციალური დახმარების მიმღებთა სიის გადამოწმების პროცესი დაიწყებოდა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რაც დადასტურდა შემდეგ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება, თუმცა ამ ბაზაში რჩებოდნენ. ამას აქვს ბევრი მიზეზი, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კოვიდის დროს, ერთი რომ დაემატა ადამიანები ბაზას და მაშინ გარკვეული მორატორიუმი იყო – გადამოწმებები არ ხდებოდა, ვინაიდან სოციალური ფონი კოვიდის დროს დამძიმდა, სახელმწიფოს არ ჰქონდა მკაცრი მიდგომა და ბაზების გადამოწმება არ ხდებოდა. ამიტომ ირაკლი კობახიძემაც თავის ამოცანად ბაზების გადამოწმება გამოაცხადა. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ამოღებულია ამ ბაზიდან და თქვენ, მე მგონი, აკვირდებით, რომ პროტესტი არ მოგისმენიათ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები ძალიან კარგად ხვდებოდნენ და ხვდებიან, რომ იმ სიაში არ უნდა ყოფილიყვნენ”, – ამბობს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: თურმე, ყველამ იცის, – პოლიციელმა, ბაღმა, ექიმმა, მერიამ, სააგენტომ, სამინისტრომ… დაიკიდეს ამდენი ოჯახი, მერი წავიდა და სკვერი გახსნა! ვინც წაიყვანდა კლინიკაში, – წაიყვანდა!