ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი: საქართველო რამდენიმე წელიწადში ევროპის საუკეთესო სამეულში უნდა იყოს

ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერებით საქართველო შეძლებს, არა თუ პირველი იყოს რეგიონში და ყველა კანდიდატს უსწრებდეს, არამედ ევროპაშიც მოწინავე პოზიციებზე  იქნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყნის განვითარებისთვის დასახელებულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო რამდენიმე წელიწადში ევროპის საუკეთესო სამეულში უნდა იყოს.

„განაცხადი არის შემდეგი, რომ საქართველო რამდენიმე წელიწადში უნდა იყოს ევროპის საუკეთესო სამეულში. რამდენიმე თვის წინ ამუშავდა ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც აქვს სპეციფიკური ფუნქციები. ამ მომენტში პარლამენტში ჩვენ განვიხილავთ ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერების, მისთვის კიდევ უფრო მეტი დამატებითი ინსტრუმენტების მიცემის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სწორედ ამ სისტემების შემუშავებით, ჩვენ შევძლებთ, რომ არა თუ პირველი ვიყოთ რეგიონში და ყველა კანდიდატს ვუსწრებდეთ, არამედ ევროპაშიც მოწინავე პოზიციებზე ვიყოთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.