პაპუაშვილი – საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულებაა ჩვენი ერის ისტორიისა, 1700 წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700-წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი მოსახლეობას ქართული დროშის დღეს ულოცავს, რომელიც დღეს, 14 იანვარს აღინიშნება.

„დღეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის დღეა!

27 წლის წინ, 1999 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტს და ხაზგასმით და ხმამაღლა მოუწოდა საქართველოს სახელმწიფო დროშად იმ გამოსახულების დაბრუნება, რომლის ქვეშაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ქართველი ხალხი, რომლითაც ეკურთხებოდნენ ქართველი მეფეები და რომელიც იქცა ჩვენი ერის მთლიანობის, სიძლიერის და განუყოფლობის სიმბოლოდ.

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700-წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ.

„ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი. ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი“, – წერდა ილია ჭავჭავაძე თავის საახალწლო მიმართვაში, 130 წლის წინ. მისი სული ხარობს დღეს, როდესაც ხედავს თავის სამშობლოს, თავისუფალს, ლაღს, დამოუკიდებელს, თავისთავზე დაფუძნებულს და მისთვის საოცნებოს.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2026 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღეს!“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია