ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი: რუსეთის წარმომადგენელმა თუ თქვა, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, შევეწინააღმდეგოთ?

მთავარია, საქართველოს მოქალაქეები გვაქებდნენ და ჩვენ მათგან სწორედ ამ შექებასა და მხარდაჭერას ვგრძნობთ, ვინაიდან მათი ინტერესებით ვმოქმედებთ. ის, რაც ჭეშმარიტებაა, ვინ დაადასტურებს, რა მნიშვნელობა აქვს. დღეს რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ რა ვთქვათ, რომ არა? შევეწინააღმდეგოთ, თუ რა? ის, რაც ჭეშმარიტებაა, რომ სანქციების დაწესება საკუთარ ფეხში სროლაა, ეს ყველამ იცის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებმა და ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა [...] ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ კომპლიმენტები ქართველი ხალხისგან მივიღოთ და ისინი გავახაროთ. სხვა ვინ რას ამბობს, ეს ჩვენთვის რელევანტური არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას გამოეხმაურა. "საქართველო საკვირველად ადეკვატურად იქცევა. ნეტა სომხეთიც ასე იქცეოდეს". - თქვა სიმონიანმა.
სიმონიანი ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.